1.პროექტის სახელწოდება: მონაცემთა შეგროვება, დაჯგუფება და მათი
თვალსაჩინოდ წარმოდგენის ხერხები
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა): პროექტის იდეა მოიცავს მონაცემთა მოპოვებას, დახარისხებასა და სხვადასხვა საშუალებით
წარმოდგენას.
3.პროექტის აქტუალობა: ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში
მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების, სამყაროში არსებული საგნების, ობიექტების
აღსაწერად და გასაანალიზებლად ხშირად გვჭირდება
მათი რაოდენობრივი, ციფრობრივი წარმოდგენა, რაც, თავის მხრივ,
მოითხოვს მონაცემთა შეგროვებას, დახარისხებასა და კონკრეტული ფორმით
წარმოდგენას. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია,
რომ მოსწავლეებს დავეხმაროთ მონაცემებთან
მუშაობისა და მათი ყოველდღიურობაში გამოყენების უნარის განვითარებაში.
4.პროექტის
მიზანი/მიზნები: ციფრების
(რიცხვების) შესახებ მათემატიკის სფეროში
მიღებული ცოდნითა და ინფორმაციული ტექნოლოგიებით
(კომპიუტერით, ინტერნეტით) მოძიებული
ინფორმაციის დამუშავებით ბუნებისმეტყველების,
მუსიკის სფეროებში (გეოგრაფიულ ობიექტებს შორის მანძილის, მდინარეების სიგრძის, მთების სიმაღლის,
სხვადასხვა გარემოში ბგერის გავრცელების სიჩქარის შესახებ) მონაცემთა ცხრილის, დიაგრამის (სვეტოვანი, ვენის, წრიული, ხაზოვანი), პიქტოგრამის
სახით წარმოდგენა.
5.მონაწილეთა
ასაკი: 12-13 წელი;
6.ვადები/ხანგძლივობა: 2 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: მონაცემთა შეგროვების, დაჯგუფებისა და მათი
თვალსაჩინოდ წარმოდგენის ხერხების
გათვალისწინებით, პროექტის
შექმნა და პრეზენტაცია ცხრილების, დიაგრამების სახით;
შედეგად მოსწავლეებს
განუვითარდებათ:
თანამშრომლობის (გუნდურობის), ჯგუფში
მუშაობის, კომუნიკაციის ორგანიზაციის, ცოდნის სხვადასხვა სფეროში გადატანის, დისციპლინათაშორისი კავშირების დამყარების,
სინთეზის, ანალიზის, შემოქმედებითი აზროვნების, პასუხისმგებლობის, თვითშეფასების, მონაცემების,
ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, დაჯგუფების, სხვადასხვა ხერხით, თვალსაჩინოებებით
(ცხრილი, დიაგრამა) წარმოდგენის, კვლევის,
პროდუქციის შექმნისა და წარდგენის (პრეზენტაციის) კომპეტენციები.
8.ძირითადი რესურსები, თვალსაჩინოებები: ცხრილი, ვენის დიაგრამები, სვეტოვანი დიაგრამა, ხაზოვანი
დიაგრამა, პიქტოგრამა, წრიული დიაგრამა, პროექტორი, ინტერნეტი, კომპიუტერი
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ამოცანები
და მათი განხორციელების გზები
ამოცანები: სამუშაოთა გადანაწილება;
თითოეული აქტივობისათვის დროის განსაზღვრა;
მასალების შეგროვება, გაცნობა, დახარისხება, ანალიზი და სათანადო შედეგების
მომზადება;
განხორციელების ფორმა: დაიყოფიან 4 ჯგუფად;
I ჯგუფი - მათემატიკოსები;
II
ჯგუფი - გეოგრაფები;
III ჯგუფი - ინფორმაციული ტექნოლოგები;
IV
- მუსიკოსები;
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებული
საგნები: მათემატიკა/ისტ-ი, მუსიკა, ბუნებისმეტყველება;
ესგ-სთან კავშირი: გამჭოლი კომპეტენციები (წიგნიერება, ციფრული წიგნიერება,
რაოდენობრივი წიგნიერება)
ბუნებისმეტყველებიდან გეოგრაფიულ
ობიექტებს შორის მანძილის, მდინარეების
სიგრძის, მთების სიმაღლის, მუსიკაში სხვადასხვა
გარემოში ბგერის გავრცელების სიჩქარის შესახებ რიცხობრივი მონაცემების ინტერნეტით მოძიება
და მათემატიკაში შესწავლილი თვალსაჩინოებების - ცხრილების დიაგრამების სახით
წარმოდგენა ხელს უწყობს საგანთაშორისი კავშირის
დამყარებას, ასევე, ისეთი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას, როგორიცაა: წიგნიერება, რაოდენობრივი წიგნიერება და
ციფრული წიგნიერება.
11. პროექტის
ხელმძღვანელი: ლია ხურცილავა
12. ხელმძღვანელის
ელ. ფოსტა: l.khurtsilava.lika@gmail.com
13. პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment